ზალუჟნიმ მილისთან Patriot-ების ეფექტური მუშაობა განიხილა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან უკრაინაში Patriot-ის კომპლექსების ეფექტური ფუნქციონირება განიხილა.
ამის შესახებ ზალუჟნი Telegam-ზე წერს.
"დაწვრილებით გავაცნე ფრონტის ძირითად მიმართულებებზე არსებული ვითარება, ვაგრძელებთ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას და შემდგომი მოქმედებებისთვის მზადებას.
ვესაუბრე დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით, კერძოდ, ჰიპერბგერითი X-47M2 "კინჟალით" რუსების მასიურ თავდასხმებზე. მადლიერება გამოვხატე Patriot-ის კომპლექსებისთვის და აღვნიშნე მათი ეფექტური მუშაობა. უკრაინის პრიორიტეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებია ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად." - აცხადებს ზალუჟნი.
უკრაინის შეიარღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, მათ ასევე განიხილეს იარაღისა და საბრძოლო მასალის, კერძოდ შორ მანძილზე მოქმედი ჭურვების მიწოდების აუცილებლობა.