ზაპოროჟიაში უკრაინელებმა ერთი KA-52 ჩამოაგდეს, მეორე დააზიანეს

ზაპოროჟიის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა ერთი რუსული KA-52 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მეორე დააზიანეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

"ზაპოროჟიის მიმართულებით ჩვენი დამცველები აცხადებენ KA-52 ვერტმფრენის განადგურებისა და მეორე მსგავსი თვითმფრინავის დაზიანების შესახებ. ასევე ლიკვიდირებულია 60-მდე რუსი დამპყრობელი და განადგურებულია მტრის რამდენიმე ჯავშანმანქანა", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ კიდევ ერთი KA-52 კიევის რეგიონში ჩამოაგდეს

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 115 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები