ზელენსკიმ ბახმუტში შეტევითი მოქმედებებისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 აპრილის შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"ბახმუტში და ბახმუტის მიმართულებით აქტიური შეტევითი ოპერაციებისთვის მადლობას ვუხდით სპეციალური სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის 783-ე პოლკის ასეულის, ცალკეული მე-5 ბრიგადის და 80-ე საჰაერო თავდასხმისთი ბრიგადის ჯარისკაცებს. ასევე სლავიანსკის მიმართულებაზე 30-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას, რომელიც ასევე აქტიურ შეტევით ოპერაციებს ახორციელებს", - აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა 35-ე და 36-ე ცალკეული ბრიგადების საზღვაო ქვეითებს, 55-ე საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებს (დონეცკის რეგიონში), 66-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს და საჰაერო სადესანტო ჯარების 95-ე ბრიგადას (ლიმანის მიმართულებით), სადაზვერვო დანაყოფებს, მესაზღვრეებს და ეროვნული გვარდიის 50-ე პოლკის სპეცრაზმს.

"ზაპორიჟიეს მიმართულება - ცალკე აღვნიშნავ 39-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის მებრძოლებს. ყოჩაღ, ბიჭებო! სიზუსტე მთავარია. და მადლობას ვუხდი საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო ძალების ყველა მებრძოლს, რომლებიც საიმედოდ იცავენ ჩვენს ცას. დიდება ყველა უკრაინელ გმირს! ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია! ყველას, ვინც ახლა საბრძოლო პოზიციებზე და ამოცანებზე იმყოფება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები