ზელენსკი: არცერთი პროგნოზი და თარიღი არ გვაშინებს - ჩვენ თავს დავიცავთ
უკრაინას არ ეშინია რუსეთის შესაძლო შემოჭრის პროგნოზების, რადგან ქვეყანა მზად არის დაიცვას თავი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალს, დონეცკის ოლქში, მარიუპოლში სამხედრო პერსონალისა და სამართალდამცავების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა მათ "ერთიანობის დღე" მიულოცა, რომელიც გუშინ აღინიშნა.
"ჩვენ არ გვეშინია არავითარი პროგნოზების, არ გვეშინია არც ერთი ხალხის, არც ერთი მტრის, არც თარიღების გვეშინია, რადგან თავს დავიცავთ 16 თებერვალს და 17 თებერვალს, მარტშიც, აპრილშიც, სექტემბერსა და დეკემბერში. დღე და თვეც არ არის მნიშვნელოვანი, წელი კი მნიშვნელოვანია, ეს არის 2022 და არა 2014. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ომი რვა წელია გრძელდება და ჩვენ დღეს ბევრად უფრო ძლიერები ვართ." - თქვა მან.
ამერიკამ, ნატო-მ და უკრაინამ არაერთხელ განაცხადეს უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზების შესახებ. გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართა წვრთნები დაასრულა და სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო, თუმცა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსული არმიის შენაერთები უკრაინის საზღვართან რჩებიან.