ზელენსკი აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე: ეს არის ის, რაც გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და აშშ-ს კონგრესს უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა

მან აღნიშნა, რომ დღეს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი, "ძალიან ძლიერი" პაკეტი.

"პირველად მივიღებთ Breadly-ს ჯავშანმანქანებს - ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ახალი იარაღი და ჭურვები, მათ შორის მაღალი სიზუსტის. ახალი რაკეტები. ახალი დრონები. ეს არის დროული და ძლიერი. ამ დახმარების პაკეტის მთლიანი ღირებულება თითქმის 3 მილიარდი დოლარია", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამ დახმარებისთვის ბაიდენს, კონგრესმენებს და "ყველა ამერიკელს, ვინც აფასებს თავისუფლებას და იცის, რომ თავისუფლების დაცვა ღირს და ვინც მოისმინა უკრაინის ხმა ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს."

"ჩვენ ვხედავთ ამ ვიზიტისა და ჩვენი მოლაპარაკებების აბსოლუტურად კონკრეტულ შედეგებს", - აღნიშნა მან.

გუშინ აშშ-მ უკრაინას 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა.

მსგავსი სიახლეები