ზელენსკი აზოვსტალის მცველებზე: მათ სახლში დავაბრუნებთ, ეს უნდა გავაკეთოთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის, რომ უკრაინა შეძლებს გაცვალოს და სახლში დააბრუნოს თავისი სამხედროები და სამართალდამცავები, რომლებიც იმყოფებოდნენ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში. ამის შესახებ მან ICTV-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ბიჭებმა მიიღეს სიგნალი სამხედროებისგან, რომ მათ აქვთ სრული უფლება გამოვიდნენ და გადაირჩინონ სიცოცხლე. სამხედრო სარდლობამ ეს ყველაფერი გადასცა აზოვსტალში ბლოკირებულ მეომრებს. შუამავლები, იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც აღვნიშნე, გაერო-ს წარმომადგენლები იყვნენ. ჩვენ მოვილაპარაკეთ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ, ყველაფერი გაეროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
"შემდეგ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ გაერომ, წითელმა ჯვარმა, რუსეთმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ჯარისკაცები უსაფრთხოდ იქნებიან და დაელოდებიან გაცვლის ამა თუ იმ ფორმატს. ჩვენ მათ სახლში წავიყვანთ. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავაკეთოთ იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა", - დასძინა მან.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის ერთ-ერთი საკითხი ომში, რომელიც დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.