ზელენსკი ბაიდენს: აქ ჩამოსვლა უმთავრესად თქვენი მხარდაჭერის გამო შევძელი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისი ვიზიტი ვაშინგტონში შესაძლებელი უმთავრესად აშშ-ს მძლავრი დახმარების შედეგია. 

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა დაიწყო. 

"აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია, ჩამოსვლა ადრეც მინდოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა ვითარების სირთულიდან გამომდინარე არ მომეცა. ბატონო პრეზიდენტო თქვენ ამის შესახებ იცით. ახლა მე აქ ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვითარებას ვაკონტროლებთ და ეს პირველ რიგში თქვენი დახმარების და მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი",- განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას ევროპის ბევრი ქვეყანა დაეხმარა და ეხმარება, თუმცა ეს ყველაფერი აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 

პრეზიდენტმა ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა კონგრესს და ამერიკელ ხალხს. გარდა ამისა ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინელი ჯარისკაცის მიერ მიღებული ჯილდო გადასცა, რომელიც აშშ-ს მიერ გადაცემული HIMARS-ის დანაყოფების კაპიტანია. 

"ის ძალიან მამაცია და მან მითხრა გთხოვთ ეს ჯილდო ძალიან მამაც პრეზიდენტს გადასცეთ". 

 

მსგავსი სიახლეები