ზელენსკი: ბაიდენთან დღევანდელი შეხვედრის შედეგებს ბრძოლის ველზე ვიხილავთ
უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის დღევანდელი მოლაპარაკებები, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის დროს ძალიან ნაყოფიერი იყო და მის შედეგებ ბრძოლის ველზე ვიხილავთ.
ამის შესახებ РБК-Украина-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღევანდელი მოლაპარაკებები იყო ძალიან ნაყოფიერი, ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი... შედეგები აუცილებლად მოახდენს გავლენას ბრძოლის ველზე", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს. დახმარების ახალი პაკეტი HIMARS-ის საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და რადარებს მოიცავს.