ზელენსკი: ბუჩა რუსეთის არმიის სისასტიკის სიმბოლოა, არასოდეს ვაპატიებთ
კიევის რეგიონის, ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულების ყველა მონაწილე ოკუპანტი პასუხს აგებს. ამის შესახებ 31 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ რუსი დამპყრობლებისგან ქალაქის განთავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნა.
"ბუჩა და ბუჩანსკის რაიონი. ოკუპაციის 33 დღე. 1400-ზე მეტი დაიღუპა, მათგან 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებში და წამების კამერებში. 9000 რუსული ომის დანაშაული. 365 დღე, რაც [ბუჩა] ისევ თავისუფალი უკრაინელი ქალაქია. ოკუპანტი ქვეყნის არმიის სისასტიკის სიმბოლო. ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
კონტექსტი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, კიევის რეგიონის ბუჩა, ირპენი, გოსტომელი და სხვა დასახლებები ინტენსიური ბრძოლის ზონად იქცა. რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ქალაქებში მასობრივი ომის დანაშაულები ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ: ძარცვა, ფიზიკური ძალადობა, ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცება და მკვლელობა.
2 აპრილს კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლდა. დეოკუპაციის შემდეგ ცნობილი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და ოკუპანტების სისასტიკის შესახებ, რამაც მსოფლიო შოკში ჩააგდო.
რეგიონის დასახლებებში, მათ შორის ბუჩაში, მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს.