ზელენსკი: ჩვენ არ გვჭირდება სამიტი სამიტისთვის
უკრაინის პრეზიდენის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” შემდეგ სამიტზე პოლიტიკურ განცხადებებს ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჩატარების აზრზს ვერ ხედავს.
შეგახსენებთ რომ დეკემბერში "აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი უნდა გაიმართოს.
"ჩვენ არ გვჭირდება სამიტი სამიტისთვის, ჩვენთან ხალხი იღუპება, ჩვენ ომში ვართ, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური შინაარსი და გეოპოლიტიკური ხედვა ამ ინიციატივის მომავალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გულწრფელად ვამბობ, ამ ყველაფრის აზრი გაუგებარია,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, მან აღნიშნა, რომ “ევროკავშირმა პარტნიორების მიმართ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.”
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზს ეწვია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთახელ გამოხატა.