ზელენსკი: ჩვენ, როგორც ხალხი, რუსებზე 10-ჯერ ძლიერები ვართ, რადგან საკუთარ მიწაზე ვართ

უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო, თუ ის იბრძვის "სიმართლისთვის და არაა მარტო". ეს აზრი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ RAI 1-თან ინტერვიუში გამოთქვა, რომელიც 13 მაისს გამოქვეყნდა.

"მე მჯერა, რომ თუ სამყარო ჩვენს ირგვლივ გაერთიანდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის... და მივაღწევთ წარმატებას ეტაპობრივად, მაშინ... ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, თუ ვიბრძოლებთ სიმართლისთვის და არ ვიქნებით მარტო. მუდმივად უნდა დაგვიჭიროთ მხარი და შემდეგ გამარჯვება ჩვენთან იქნება", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული არმია უკრაინის შეიარღებულ ჯარებზე "ოთხჯერ დიდია", ხოლო რუსეთის ტერიტორია 28-ჯერ მეტია.

"და ჩვენ 10-ჯერ უფრო ძლიერები ვართ, როგორც ხალხი, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ... ჩვენთვის გამარჯვება მხოლოდ ჩვენის დაბრუნებაა... მათთვის ეს არის სხვისი მიწის მითვისებაა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები