ზელენსკი: ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ტერიტორიები, მაგრამ ადამიანებს ვერ დავიბრუნებთ
ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ 8 აპრილს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძლიერი სანქციებისთვის. [...] მადლობელი ვარ სანქციების მეხუთე პაკეტისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ არის, მათ ბევრი რამ წაგვართვეს ჩვენ. წაგვართვეს ტერიტორია და ხალხი. ჩვენ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ვერ დავაბრუნებთ ხალხს და ამისთვის, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება [რუსეთს]", - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესონ რუსეთს.
"სანქციები უნდა გამკაცრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს არ სურს არაფრის და არავის მოსმენა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, მათ შორის თავდაცვის მიმართულებით.