ზელენსკი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთი არ იყოს რუსეთის მხარეს
რუსეთის აგრესიის დაწყებამდე უკრაინას ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან ჰქონდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ნოემბერს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვართ ჩინეთის ყურადღების ცენტრში... სტრატეგიულად... საელჩოს დონეზე ისინი ჩვენთან ურთიერთობენ და მუდმივად აჩვენებენ, რომ ყველაფერს აკვირდებიან... და ზრუნავენ. მათ აინტერესებთ უკრაინის მომავალი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ზელენსკის თქმით, ჩინეთს "სერიოზული ისტორიული ურთიერთობა" აქვს რუსეთთან - "ისინი არიან მეგობრები, პარტნიორები სხვადასხვა ფორმატში", აქვთ "საკამათო საკითხებიც".
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა არ აირჩიოს რუსეთის მხარე, რაც არ უნდა მოხდეს... ვისურვებდი, რომ ჩინეთს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს თავისი ისტორიული სიბრძნე", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.