ზელენსკი და მაკრონი უკრაინელი მფრინავების მომზადებაზე განცხადებას ავრცელებენ

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი 1 ივნისს, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის ფარგლებში შეხვდნენ და შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეთანხმება, რომელსაც 14 მაისს, პარიზში, ორმხრივი შეხვედრის დროს მიაღწიეს, რომლის თანახმადაც საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.

"2023 წლის 25 მაისს, რამშტაინის ფორმატის მე-12 შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა შევიმუშაოთ ჩარჩო პირობები უკრაინელი მფრინავების მომზადების დასაწყებად, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისთვის", - განაცხადეს ზელენსკიმ და მაკრონმა.

მათ უკრაინისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებს, ოლექსი რეზნიკოვს და სებასტიან ლეკორნუს დაავალეს "ერთად შეიმუშაონ ოფიციალური გადაწყვეტილება კონკრეტულ მოცულობებზე, ასევე მფრინავების და ტექნიკური პერსონალის მომზადების მექანიზმი უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე."

მსგავსი სიახლეები