ზელენსკი: დაახლოებით 10 მილიონი უკრაინელი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე
უკრაინაზე რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქე დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქში და რეგიონში კვლავ ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვაა. დაახლოებით ათი მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა. ამ წუთის მონაცემებით ყველაზე მეტად ხარკოვის რეგიონი, ჟიტომირის ოლქი, კიევის რეგიონი და ლვოვის რეგიონი დაზარალდნენ", - თქვა მან.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, კომუნიკაციებთან და ინტერნეტთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემებია, ხოლო გათბობის მიწოდება შეჩერებულია ლვოვსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში.
"დარტყმების შედეგად დღეს ავტომატიზაციამ გამორთო რამდენიმე ატომური ბლოკი ორ ელექტროსადგურზე. ეს არის გათვლილი შედეგები და მტერმა ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.