ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ხერსონს ვიბრუნებთ

უკრაინელი სამხედროები ხერსონის გარეუბანში არიან, ქალაქში უკვე შევიდა სპეცრაზმი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ნოემბერს თავის Telegram-ზე გამოქვეყნებულ საღამოს მიმართვაში განაცხადა.

"დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ვბრუნდებით ჩვენი ქვეყნის სამხრეთშო, ვიბრუნებთ ხერსონს. ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის გარეუბანში არიან, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია და ვიწყებთ შესვლას. მაგრამ სპეცრაზმი უკვე ქალაქშია", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო ხერსონიდან, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერაა გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში ხალხი ცეცხლს ანთებს და ქალაქის გათავისუფლებას აღნიშნავს. "ჩვენი, ჩვენი. ხერსონი", - წერს პრიზდენტი ვიდეოზე.

ვიდეოში ხალხი სკანდირებს: "ВСУ!".

"ხერსონელები ელოდებონდნენ. მათ არასოდეს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინა იმედებს ყოველთვის ამართლებს და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს საკუთარს. მოხარული ვარ, რომ ვხედავ ხალხს, რომლებსაც მიუხედავად მუქარისა, მიუხედავად ოკუპანტების რეპრესიებისა და ბულინგისა, უკრაინის დროშებზე ზრუნავდნენ, უკრაინის სჯეროდათ. და მაშინაც კი, როცა ქალაქი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გაწმენდილი მტრისგან, თავად ხერსონის მაცხოვრებლები უკვე ანადგურებენ რუსულ სიმბოლოებს და ხერსონში ოკუპანტების ნებისმიერ კვალს ქუჩებიდან და შენობებიდან", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა სამხედროს, "ჯარისკაცებიდან გენერლებამდე", რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის ჯარების შეტევას სამხრეთში.

მსგავსი სიახლეები