ზელენსკი: დონბასში უკრაინის წინააღმდეგ 2 ათასი რუსი პატიმარი იბრძვის
დონბასის მთავარ ცხელ წერტილებში - სოლედარსა და ბახმუტში - დამპყრობლებმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ 2 ათასი პატიმარი გადაისროლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ჩვენი ძალების წინააღმდეგ დამპყრობლებმა შეაგროვეს ყველა, ვინც შეეძლოთ, მათ შორის 2000 პატიმარი - ისინი სწორედ იქ არიან დაქირავებულთა შორის. ესენი არიან მძიმე დანაშაულისთვის დიდი ხნით მსჯავრდებული პატიმრები. მათ ფრონტზე აკავებენ არა მხოლოდ ფულით, არამედ ამნისტიის დაპირებით", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებიც გმირულად იკავებენ პოზიციებს ბახმუტთან, სოლედართან და ყველა სხვა რაიონში, სადაც ამჟამად სამხედრო შეტაკებები მიმდინარეობს, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში.