ზელენსკი: ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის, გამარჯვება მთელი ევროპისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მთელი ევროპის გამარჯვება უწოდა.

"გამარჯვება უკრაინისთვის. გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც გვაძლიერებს, შთაგვაგონებს და მოტივაციას გვაძლევს," - დაწერა ზელენსკიმ და ევროპული საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის განცხადებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

"მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარა. ვულოცავ ყველა უკრაინელ კაცს და ქალს. გილოცავთ მთელ მოლდოვას და პირადად თქვენ, მაია. ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არასოდეს იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში," - აღნიშნა მან.

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე დაამტკიცეს ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ამასთანვე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები