ზელენსკი: ევროპელების უმეტესობა უკრაინის ევროინტეგრაციას მხარს უჭერს
ევროპის მაცხოვრებლები მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები არ უნდა დაუპირისპირდნენ თავიანთ ხალხს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ივნისს განაცხადა.
"ევროპელთა უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინის ინტეგრაციას და თუ ევროპელები მხარს უჭერენ ამას, მაშინ პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ ზოგიერთ ქვეყანაში, არ უნდა დაუპირისპირდნენ ხალხს, საზოგადოებას და ევროპის ისტორიის მსვლელობას", - თვლის უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და მონტენეგროს პრემიერ მინისტრთან დრიტან აბაზოვიჩთან საუბრისას განიხილა. ამ უკანასკნელთან ზელენსკიმ, მისი თქმით, რეალურად გაცვალა გამოცდილება.
"ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ყოველდღიურად, რათა სიტუაცია ჩვენი სახელმწიფოს კანდიდატურის თაობაზე თანაბრად იყოს აღქმული ევროკავშირის დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც." - დასძინა ზელენსკიმ.