ზელენსკი: ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს ვკითხე, მიგვიღებენ თუ არა ნატოში, ყველას ეშინია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქზე სპეციალურ ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

ზელენსკიმ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერთან ონლაინ-შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ საკუთარი ქვეყანა მარტო უნდა დავიცვათ. ვინ არის მზად იბრძოლოს ჩვენთან ერთად? ასეთს ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად მისცეს უკრაინას NATO-ში შესვლის გარანტია? ყველას ეშინია. დღეს მოსკოვიდან გავიგეთ, რომ მათ ლაპარაკი სურთ. მათ სურთ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე ლაპარაკი.

მე ყველა ჩვენ პარტნიორს ვეუბნები: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ვეკითხები: ჩვენთან ხართ? ისინი მეუბნებიან, რომ ჩვენთან არიან, მაგრამ ალიანსში ჩვენს მისაღებად მზად არ არიან.

ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ში, ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. ჩვენ არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია ველაპარაკოთ რუსეთს ყველაფერზე: უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენ ქვეყანაში და ნეიტრალურ სტატუსზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ NATO-ში), მაგრამ რა გარანტიები გვექნება? რომელი ქვეყნები მოგვცემენ გარანტიებს?"

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი კიევში შეჭრილი რუსული დივერსიული ჯგუფის სამიზნე არიან.

"არსებობს ინფორმაცია, რომ მტერმა მიზანში ამომიღო და მე პირველი სამიზნე ვარ, ხოლო ჩემი ოჯახი მეორე. მე ვრჩები დედაქალაქში ჩემს ხალხთან ერთად და ჩემი ოჯახიც უკრაინაშია." - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები