ზელენსკი: გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საუბრისას ორგანიზაცია პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა.

ზელენსკის თქმით, იმ საერთაშორისო კრიზისებს, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე, შიმშილი, არ გაეცა შესაბამისი პასუხი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაერო იმის აჩრდილია, რაც ერთ დროს იყო.

ზელენსკის განცხადებით, გაეროში ყოველ წელს მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან, თითქოს "მსოფლიოს ყველაზე უიღბლოს" დაჯილდოებაა და მალევე იშლებიან.

მან ასევე მსოფლიო ლიდერები გააკრიტიკა, რადგან მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბ ქვეყნებს ვაქცინები საკმარისად არ გაუზიარეს.

"ჩვენ ყველა ერთ გემზე ვართ, მაგრამ სამაშველო ნავებზე წვდომა მხოლოდ პირველი კლასის მგზავრებს აქვთ," - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა დაგმონ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. 

  

 

 

მსგავსი სიახლეები