ზელენსკი: ხვალ უკრაინისთვის ისტორიული კვირა იწყება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ 20 ივნისს უკრაინისთვის ისტორიული კვირა დაიწყება, როდესაც გადაწყდება მიენიჭება თუ არა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ მან 19 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ხვალ მართლაც ისტორიული კვირა იწყება. კვირა, როდესაც ევროკავშირისგან მოვისმენთ პასუხს უკრაინის კანდიდატურის სტატუსის შესახებ. უკვე არის ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება და ახალი კვირის ბოლოს იქნება ევროპული საბჭოს პასუხი. ვფიქრობ, ყველასთვის აშკარაა, რომ 1991 წლიდან მოყოლებული უკრაინისთვის ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილებები ცოტაა, როგორსაც ახლა ველოდებით და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება არის მთელი ევროპის ინტერესებში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან თავისი მიმართვაში ევროპელებისადმი აღნიშნა, რომ აპირებს გამოიყენოს "ყველა შესაძლებლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის დასაცავად, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენთვის ახალი გულშემატკივრების შესაკრებად".
"ცხადია, რომ რუსეთი მტრული აქტივობის გააქტიურებას უნდა ველოდოთ. მიზანმიმართულად ამ კვირაში და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ჩვენ ვემზადებით. მზად ვართ. ვაფრთხილებთ ჩვენს პარტნიორებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.