ზელენსკი კონტრშეტევაზე: რუსებს შეუძლიათ წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავანადგურებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია განთავისუფლდება და თუ რუსული ჯარები ამ მიწებს არ დატოვებენ, ისინი განადგურდებიან.
ამის შესახებ მან ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაგოდნოიეში, 3 აპრილს განაცხადა.
"კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუს ტერორისტებს არ შეგვიძლია მივცეთ საშუალება დეოკუპაციის მცდელობებისთვის მოემზადონ. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. ჯერ კიდევ აქვთ დრო იქიდან წასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ გავანადგურებთ." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ არ დააკონკრეტა როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ, მისი თქმით, სამხედროები ემზადებიან, რომ "ბრძოლაში ძლიერები იყვნენ და ჩვენი მიწის დეოკუპაცია მოახდინონ."
სოფელ იაგოდნოიეს განთავისუფლების წლისთავზე პრეზიდენტი ეწვია სკოლას, რომლის სარდაფშიც რუს ოკუპანტებს თითქმის ერთი თვის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ მშვიდობიანი მოქალაქეები.
მასთან ერთად სკოლას ესტუმრნენ გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი, გერმანიის ელჩი უკრაინაში ანკა ფელდჰუსენი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.