ზელენსკი: ჩვენ რუსებს ეტაპობრივად განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან, ჩვენი ციდან
კუნძულ ზმეინის რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლება ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფს შავ ზღვაში უსაფრთხოებას, მაგრამ უკვე ზღუდავს მათ ქმედებებს. ეს მოსაზრება 30 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში გამოთქვა.
"უდავოა, რომ დღეს მთავარი სიტყვაა "ზმეინი". ალბათ "ზმეინზე" ამდენი სწორედ იმ დღეს ისაუბრეს, როცა იქ რუსული გემი ჩაიძირა, ხომალდი ჩაიძირა სამუდამოდ და ახლა კუნძული ისევ თავისუფალია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული წერტილი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ეს ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ის არ იძლევა გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ ეს უკვე ზღუდავს დამპყრობლების მოქმედებებს. ჩვენ მათ ეტაპობრივად განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან, ჩვენი ციდან." - თქვა ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, "ალფას" მებრძოლებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტებს, არმიის ავიაციისა და საჰაერო ძალების მფრინავებს.