ზელენსკი: ვაგრძელებთ კურსკის ტერიტორიაზე კონტროლის გაზრდას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის კონტროლს და გაცვლითი ფონდის შევსებას დატყვევებული ოკუპანტებით.
"ჩვენ უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში უფრო დიდ ტერიტორიას ვაკონტროლებთ. დღესაც, როგორც ყოველდღე, ჩვენი გაცვლითი ფონდის შევსება მიმდინარეობს. მადლობა, მეომრებო! ეს არის ის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მრავალი მოქალაქის დაბრუნებას რუსული ტყვეობიდან." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. "ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მთელი დაძაბულობა, რომელიც ჩვენ რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ დონეცკის რეგიონზე."
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრადიციულად მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის მოხსენება.
დონეცკის რეგიონში უკიდურესად რთული ვითარებაა, რუსეთი დიდი ძალებით უტევს უკრაინის პოზიციებს პოკროვსკის მიმართულებით.
"და თითოეული ჩვენი ქვედანაყოფის სტაბილურობა, ოკუპანტის განადგურების უნარი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ მეთაურს, ვინც პოზიციებს იცავს," - აღნიშნა პრეზიდენტმა.