ზელენსკი მაჰაჩყალაზე: რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი სისტემურია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაჰაჩყალას აეროპორტში ანტისემიტების შეჭრის ვიდეოს შესახებ განაცხადა, რომ რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი სისტემური და ღრმად ფესვგადგმულია.
პრეზიდენტმა მაჰაჩყალის ვიდეოს, სადაც თელ-ავივიდან ფრენის დროს ისრაელის მოქალაქეების მოსაძებნად აეროპორტში ბრბო შეიჭრა, საზარელი უწოდა.
"ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში - ეს არის რუსეთში სხვა ხალხების მიმართ სიძულვილის გავრცელებული კულტურის ნაწილი, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება.
გასული წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთი ანტისემიტური განცხადება გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა ანტისემიტური შეურაცხყოფა. რუსი პროპაგანდისტებისთვის სიძულვილის ენა ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციამაც კი გამოიწვია რუსი იდეოლოგების ანტისემიტური განცხადებები.
რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი არის სისტემური და ღრმად ფესვგადგმული. სიძულვილი არის ის, რაც აღძრავს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილთან დასაპირისპირებლად." - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე.