ზელენსკი: მე ვერ ვხედავ, რომ რუსები ხერსონიდან გაიქცნენ, ეს მათი საინფორმაციო ოპერაცია იყო
ოკუპირებული ხერსონიდან რუსების გაქცევის შესახებ განცხადებები საინფორმაციო სპეცოპერაციაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მე ვერ ვხედავ, რომ ხერსონიდან გაიქცნენ. ეს არის საინფორმაციო თავდასხმაა (ყველაფერს ვერ გავამჟღავნებ). ესაა თავდასხმა, რათა იქ შევუტიოთ, სხვა სახიფათო მიმართულებიდან ჯარები იქ გადავიყვანოთ. ეს იყო მათი საინფორმაციო ოპერაცია. ისინი მზად არ არიან ხერსონის დასატოვებლად. მაგრამ მათ იციან, რომ თუ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, ისინი ვერ გაიქცევიან. რუსებმა ამ სახიფათო ვითარების შესახებ იციან", - განაცხადა მან.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რუსები ხერსონიდან მშვიდობიან მოსახლეობას ასახლებენ. ზელენსკიმ უპასუხა, რომ ასთი ადამიანების რაოდენობა ცოტაა და ეს "თეატრი" იყო.
"მათი ყველაზე გაწვრთნილი ჯარისკაცები თავის ადგილზე არიან. არავინ წასულა. ჩვენ ამას ვხედავთ და არ გვჯერა", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა ხერსონს გაათავისუფლებს.
"ძნელია, რადგან ამის საფასური ხალხია. ჩვენ ადამიანებს ისე არ ვექცევით, ვიდრე რუსეთს. რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი მოკვდება ხვალ, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვერ ვიტყვით: "წადი და მოკვდი!" ამიტომ, ჩვენ ვეძებთ გზებს, გთხოვთ, მოგცეთ მეტი ჯავშანტექნიკა, რათა მეტი ადამიანი გადავარჩინოთ", - განაცხადა მან.