ზელენსკი მელონის შეხვდა და მასთან ომის დასრულების გეგმა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მალონისთან შეხვედრისას განიხილა ერთობლივი სამოქმედო გეგმა უკრაინაში ომის სამართლიანი დასრულებისთვის.

ზელენსკის თქმით, ეს კარგი შეხვედრა იყო ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად ომის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობით დასასრულებლად.

"არავინ არის დაინტერესებული ომის გაგრძელებით და სწრაფი განახლებით, გარდა პუტინისა, ამიტომ მნიშვნელოვანია უკრაინის გარშემო ერთიანობის შენარჩუნება და ჩვენი სახელმწიფოს პოზიციის გაძლიერება მოკავშირეებთან - ევროპის ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისას.

უკრაინას სჭირდება მშვიდობა, რომელსაც ამაგრებს საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. მადლობა იტალიას მუდმივი მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთის განხეთქილების რისკის თავიდან აცილება.

"ვფიქრობ, რომ ამ საკითხში დიდ ბრიტანეთს და იტალიას შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ხიდების მშენებლობაში," - თქვა მან.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი ევროკავშირის ლიდერია, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო და განიხილება, როგორც შესაძლო შუამავალი აშშ-სა და ევროპას შორის.

ერთი დღით ადრე მან თქვა, რომ სურდა საგანგებო სამიტის მოწყობა შეერთებულ შტატებს, ევროპულ სახელმწიფოებსა და მოკავშირეებს შორის უკრაინის საკითხისა და სამომავლო გამოწვევების განსახილველად.

მსგავსი სიახლეები