ზელენსკი: მოლაპარაკებები შესაძლებელია თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში თურქეთის პრეზიდენტს და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს შეხვდა.
კონტექსტი
თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის განახლება იყო.
შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვლავაც სჯერა, რომ ომი სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.
ერდოღანის თქმით, ის კვლავ გააგრძელებს მედიატორობას, რადგანაც სწორედ მისი მედიატორობით მიღწეული "ხორბლის" შეთანხმების დადებითი შედეგი არამხოლოდ რეგიონმა, არამედ მთელმა მსოფლიომ იგრძნო.
ერდოღანის თქმით, ის ზელენსკისთან და გუტიერეშთან შეხვედრის შედეგებს ვლადიმირ პუტინთანაც განიხილავს.
სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხაადა, რომ შეხვედრაზე არავის უცდია უკრაინის დაყოლიება რამენაირ დათმობებზე.