ზელენსკი: მტერი იმდენ ხალხს კარგავს, რომ მალე რუსეთში საზღვაო ქვეითების პოვნა გაჭირდება
გაზაფხულზე უნდა ვიგრძნოთ, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 თებერვალს, საღამოს გამოსვლისას განაცხადა.
"ეს ეხება ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადებას, ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის მიწოდებას და ჩვენს სტრატეგიულ ინიციატივას ომში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა უნდა ჩაშალონ დამპყრობლების ყველა მცდელობა, "აიღონ ინიციატივა ბრძოლის ველზე."
ზელენსკიმ განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ."
"მტერი უკვე იმდენ ხალხსა და ძალებს კარგავს, რომ მალე გაჭირდება, მაგალითად, საზღვაო ქვეითების პოვნა მთელ რუსეთში. და ჩვენი ამოცანაა ის გავაკეთოთ, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანს ჰქონდეს სურვილი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება არის მიზანი, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ", - თქვა მან.