ზელენსკი ნატოს შესახებ: თუ წევრობა არა, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები
თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არ არის უკრაინა თავის რიგებში მიიღოს, მაშინ მას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მარტს, Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
"თუ ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად, მიიღონ უკრაინა ნატოში, რადგან რუსეთს არ სურს უკრაინის ნატოში ყოფნა, მათ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ნატოსგან ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს ელის.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ მთელი ეს [რუსული] ჯარი ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებზე იქნება".
"და მაშინ თქვენც იგივე პრობლემის წინაშე დადგებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.