ზელენსკი: ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობენ
რუსი ოკუპანტები ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში ჩერნობილის რადიაციული ზონის გავლით შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე ვოლოდიმირ ზელენსკიც წერს.
გერაშენკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის რუს ოკუპანტებთან პოზიციურ ბრძოლებშია ჩართული უკრაინის ნაციონალური გვარდია - სწორედ მათ ევალებათ ჩერნობილის გაუცხოების ზონის დაცვა.
გერაშენკო უკრაინელებს აფრთხილებს ამ ზონაში არტილერიული დაბომბვის შესახებ, რადგან ამას შესაძლოა რადიაცული გაჟონვები მოჰყვეს.
მასალა განახლებადია.