ზელენსკი: ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს
დონეცკის რეგიონში ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა, რიგ რაიონებში ჭურვებისა და ცეცხლის გამო "საცხოვრებელი ადგილი აღარ არის დარჩენილი". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 დეკემბერს, მისი პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
"ფრონტზე ვითარება ისევ ძალიან მძიმეა დონბასის საკვანძო მიმართულებებზე - ბახმუტ, სოლედარი, მარინკა, კრემენნაია... ამ რეგიონების მიწაზე დიდი ხანია არ არის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც არ დაზიანებულა ჭურვებითა და ცეცხლით. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - კიდევ ერთი ქალაქი დონბასში, რომელიც რუსეთის არმიამ გადამწვარ ნანგრევებად აქცია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა "ყველა ჩვენს გმირს, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს, რომლებიც ფრონტს ამ მიმართულებაზე იბრძვიან, იგერიებენ თავდასხმებს და მტერს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ იმ ჯოჯოხეთის საპასუხოდ, რომელიც უკრაინაში რუსეთის დროშით შევიდა".