ზელენსკი: ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება, ეს სამართლიანი პროცესია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარდაუვალი და სამართლიანი პროცესი უწოდა, რომ ომი თანდათანობით უბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე.
"რუსული აგრესია ბრძოლის ველზე ჩავარდა. დღეს უკვე 522-ე დღეა, რაც გრძელდება ეგრეთ წოდებული "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რომელს გაგრძელებასაც რუსეთის ხელმძღვანელობა ერთი-ორი კვირა ელოდა.
უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია." - აღნიშნა მან.
ამავდროულად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ამ ზამთარს რუს ტერორისტებს კვლავ შეუძლიათ ჩვენს ენერგეტიკულ, კრიტიკულ ობიექტებზე დარტყმა."
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით ახლავე - ზაფხულში და სექტემბერში - იყოს მაქსიმალურად აქტიური ყველაფერში, რაც უნდა გაკეთდეს წლის ცივ თვეებამდე," - თქვა ზელენსკიმ.