ზელენსკი პომპეოს შეხვდა, რომელიც უკრაინისთვის F-16-ების გადაცემაზე მუშაობს
3 აპრილის შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.
"მე ასევე მაიკ პომპეოს შევხვდი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
Reuters წერს, რომ პომპეო კიევისთვის მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინას ეწვია. მან თქვა, რომ იმუშავებს, რათა უკრაინამ აშშ-სგან შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები და F-16-ის გამანადგურებლები მიიღოს, ისევე როგორც "ყველაფერი, რაც აუცილებელია უკრაინის მიწების რუსი ოკუპანტებისაგან რეალური დაცვისთვის."
პომპეომ ასევე განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ აღნიშნა, რომ მას ძალის და გადამწყვეტი ქმედებების ესმის.
სააგენტოს ცნობით, პომპეო უკრაინას ამერიკელ ბიზნესმენებთან და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
2018-2021 წლებში პომპეო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო.