ზელენსკი: პუტინის ბირთვული მუქარა 'ბლეფია'

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ "ბლეფი" უწოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა.

თებერვლის ბოლოს პუტინმა ბირთვულ ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა.

"ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმა გამოიწვევს აგრესორის ნგრევას და საშინელ შედეგებს მისთვის", - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ ის პუტინის მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს.

"ვფიქრობ, ბირთვული ომით მუქარა ბლეფია. ერთია იყო მკვლელი და მეორე - ჩაიდინო სუიციდი. ბირთვული იარაღის გამოყენება ყველა მხარის დასასრულს ნიშნავს." - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები