ზელენსკი: რუსეთის ულტიმატუმი იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ გაგვანადგურებენ
უკრაინის ხელისუფლება არ დათანხმდება იმ ულტიმატუმების განხორციელებას, რომელსაც რუსეთი მოლაპარაკებების დროს აყენებს, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
"ჩვენ გვაქვს ულტიმატუმი, აქ არის პუნქტები – განახორციელეთ და მერე დავამთავრებთ ომს" – ეს არასწორია, არაფერთან, არანაირ შედეგამდე არ მიგვიყვანს. ეს ჩემზე არ არის, ახლა ხალხი და ხელისუფლება ერთად ვართ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი არ დაეთანხმება რუსი ოკუპანტების მოთხოვნებს.
"უკრაინა ვერ შეასრულებს ულტიმატუმს, სულ ეს არის, უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძლებთ. ჩვენ დავკარგეთ ხალხი... ჩვენ ყველა უნდა გაგვანადგურონ და შემდეგ მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულდბა. მაგალითად, 'მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეცით კიევი' - არც ხარკოველები, არც მარიუპოლელები, არც კიეველები და არც პრეზიდენტი ამას არ დაეთანხმებიან - ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქების მცხოვრებლებმა სამხრეთ უკრაინაში უკვე გამოავლინეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ოკუპანტების მიმართ.