ზელენსკი: შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოება თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან შეხვედრა გამართა სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროსთან, სადაც განიხილეს დრონებისა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე მუშაობის შედეგები.
"ჩვენ ვზრდით წარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ვამატებთ ახალ პოზიციებს, გრძელდება ახალი ტიპის იარაღის განვითარება. დრონების, ჭურვების, აღჭურვილობის შიდა წარმოება ფაქტობრივად ჩვენი თავისუფლების წარმოეება, უკრაინელებისა და უკრაინის. ასეთ პირობებში, სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ძალა არის თავისუფლების საფუძველი.
და მე მადლობელი ვარ ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყველა მუშაკის, ყველა ქალის, რომლებიც უზრუნველყოფენ ამას - უზრუნველყოფენ უკრაინის ძლიერებას - თავიანთი შრომით თავდაცვისთვის. მადლობას ვუხდი ყველას! სხვათა შორის, დღეს მინისტრმა ცალკე ისაუბრა შორ დისტანციაზე მოქმედი დრონების წარმოების შესახებ - ეს არის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა." - თქვა მან.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა მაშველებს, პოლიციელებს, ექიმებს და მოხალისეებს.