ზელენსკი: თუ პუტინი მოიგებს ომს უკრაინაში, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მოიგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ამის შესახებ მან 4 აგვისტოს აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს არის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ ამაში. მსოფლიოს დიდი ავტოკრატიები დაიწყებენ იგივეს გაკეთებას. მსოფლიოში ქაოსი იქნება. პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი. ეს არის, როგორც იტყვიან, ყვავილები იმასტან შედარებით რაც იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ის ომში რუსეთის გამარჯვებას დაუშვებლად მიიჩნევს.

"რუსეთი არ მოელოდეს, რომ ნავთობდოლარებით თავისუფლების ყიდვას შეძლებს. ეს არასოდეს მოხდება ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით. და როდის დასრულდება ეს ომი? ეს დამოკიდებულია უკრაინის გარშემო მსოფლიოს გაერთიანებაზე", - დასძინა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები