ზელენსკი: უკრაინა ახალ საელჩოებს აფრიკის 10 ქვეყანაში გახსნის
უკრაინა აფრიკის ათეულობით ქვეყანასთან ურთიერთობას "გადატვირთავს". ამის შესახებ 23 დეკემბერს უკრაინის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"უკვე იდენტიფიცირებულია 10 სახელმწიფო, სადაც გაიხსნება უკრაინის ახალი საელჩოები აფრიკაში. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ უკრაინა-აფრიკის სავაჭრო სახლის კონცეფცია მისი წარმომადგენლობითი ოფისების გახსნით აფრიკის კონტინენტის ყველაზე პერსპექტიული ქვეყნების დედაქალაქებში." - განაცხადა ზელენსკიმ. "გარდა უკრაინის არსებული წარმომადგენლობისა აფრიკის 10 ქვეყანაში - ახალ საელჩოებთან და სავაჭრო სახლებთან ერთად - ჩვენ უნდა გვქონდეს წარმომადგენლობას აფრიკის კონტინენტის 30 ქვეყანაში".
მისი თქმით, გლობალური ზრდა და საერთაშორისო სტაბილურობა "წარმოუდგენელია აფრიკასთან და გლობალური სამხრეთის სხვა ნაწილებთან ურთიერთობის გარეშე" - ლათინურ ამერიკასთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, ინდოეთის და წყნარი ოკეანის კუნძულების რეგიონთან.
"უკრაინამ უნდა მოძებნოს თავისი ლიდერობის ფორმატი თითოეულ ამ რეგიონში და გადამწყვეტი იქნება უკრაინის დიპლომატიური კორპუსის როლი." - შეაჯამა ზელენსკიმ.