ზელენსკი: უკრაინა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომისშემდგომი უკრაინის აღდგენას "ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი" უწოდა. უმაღლეს რადაში გამოსვლისას მან დეპუტატებს მოუწოდა შეიმუშავონ კანონები, რომლებიც ქვეყანაში მეწარმეებსა და ინვესტორებს მოიზიდავს.
"უკრაინა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა", - თქვა უკრაინის ლიდერმა და აღნიშნა, რომ ეს "დაეხმარა დასავლეთს კვლავ ეპოვა საკუთარი თავი" და "რუსეთის შიში დაემარცხებინა".
ზელენსკის თქმით, ასევე აუცილებელია ომის გამო საზღვარგარეთ გაქცეული უკრაინელების ქვეყანაში დაბრუნებია: "ისინი არ უნდა გახდნენ ლტოლვილები. ჩვენ ისინი სახლში უნდა დავაბრუნოთ".
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევის მიზანი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უკრაინელების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 1456 ადამიანი უკვე შინ დაბრუნდა.