ზელენსკი: უკრაინაში რუსეთს არც ერთი Patriot არ გაუნადგურებია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში არც ერთი Patriot-ის სისტემა არ გაუნადგურებია.
"ვინც არ უნდა თქვას რუსეთში, თითქოს ჩვენი Patriot-ები გაანადგურეს, ყველა აქ არის, ყველა მუშაობს, ყველა ჩამოაგდებს რუსულ რაკეტებს და ჩამოაგდებენ რაც შეიძლება ეფექტურად. არც ერთი Patriot არ განადგურებულა!" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ასზე მეტი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს მტრის პოზიციებსა და ზურგის სამიზნეებზე.
"7 დღეში განადგურდა თითქმის 3 ათეული რაკეტა და ორმოცდაათამდე დრონი. ცალკე მინდა აღვნიშნო კიევის რეგიონის ცის დამცველები, საჰაერო ძალების კიევის 96-ე საზენიტო სარაკეტო ბრიგადა. ყველა კალიბრი და კინჟალი განადგურდა ამ თავდასხმების დროს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, Patriot-ის 5 კომპლექსი გაანადგურა კიევის მახლობლად.