ზელენსკი: უკრაინაში ვაგნერის 21 000 მებრძოლი მოკვდა
უკრაინის ომში ვაგნერის 21 000 დაქირავებული მებრძოლი მოკლეს და 80 000 ვაგნერელი დაჭრეს. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ El Mundo-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"ვაგნერელებს ჰყავდათ ორი კატეგორია: პროფესიონალი დაქირავებულები და მობილიზებულნი ციხეებიდან, მათი საზარბაზნე ხორცი. ჩვენმა ჯარებმა მათგან 21 000 მოკლეს და 80 000 დაჭრეს." - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ ასეთი კოლოსალური დანაკარგები წარმოდგენას იძლევა რუსი დაქირავებული ჯარისკაცების რაოდენობაზე.
"სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ჩვენ გავანადგურეთ რუსული ძალების ყველაზე მოტივირებული ნაწილი," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, უკრაინისთვის "ვაგნერის აჯანყების" შედეგებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომეტირება და ის, რომ ევგენი პრიგოჟინის ქვეშევრდომები აღარ იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ.