ზელენსკი: უკრაინასთან ომით, რუსეთმა დაკარგა ყველაფერი, რასაც 25 წელში მიაღწია

უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დაკარგა ყველაფერი, რასაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვაში განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე თავდასხმით ისინი გაანადგურებენ ყველაფერს, რასაც რუსულმა საზოგადოებამ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში. თავისუფლების გარეშე, მილიონობით ადამიანის შემოქმედებითი სურვილის გარეშე, იშრომონ საკუთარი სახელმწიფოს განვითარებისთვის. ეს იქნება რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის ფასი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ეს რუსეთისთვის მტკივნეული დაცემა იქნება, რასაც ხალხი პროპაგანდისტების მიერ მიწოდებული "ხალხის ოპიუმის" მიუხედავად იგრძნობს.

"უსამართლო და აგრესიულ ომს ყოველთვის მაღალი ფასი აქვს აგრესორისთვის, მაგრამ რაც არ უნდა დაემართოთ მათ, ის ვერ გვანუგეშებს. ეს არ გააცოცხლებს ჩვენს მკვდრებს, არ აღადგენს ჩვენს ქალაქებს. არ განკურნავს სულიერ ჭრილობებს, რომელიც ჩვენთან ერთად სამუდამოდ დარჩება." - აღნიშნა მან.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დანგრეული ინფრასტრუქტურა აღდგება, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ მასში ცხოვრება მაინც განსხვავებული იქნება.

მსგავსი სიახლეები