ზელენსკი: უკრაინის არმიამ დამპყრობლებისგან უკვე 1060 დასახლება გაათავისუფლა

უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, რუსი დამპყრობლებისგან 1060 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ისინი უნდა აღდგეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 აგვისტოს განაცხადა.

"მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ესაჭიროება მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები, განაღმვითი სამუშაოები, სოციალური ობიექტების მშენებლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეგრეთწოდებული Fast Recovery გეგმის განხორციელება აგვისტოსა და სექტემბრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მტრისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ადამიანებს მივცეთ "ნორმალური ცხოვრების პირობები და მოემზადონ შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის".

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც შეუერთდნენ ამ საქმეს. კერძოდ, ამ კვირაში ესტონეთის დელეგაცია ეწვია ჟიტომირის რეგიონის რაიონებს, რომლებიც აღსადგენია.

"ესტონეთი იყო პირველი, ვინც შეარჩია ობიექტები დაფინანსებისთვის სწრაფი აღდგენის გეგმის ფარგლებში. ჩვენ ვმუშაობთ დიპლომატებთან და კომპანიებთან ყველა სხვა სფეროში, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა და აღდგენითი სამუშაოები", - დასძინა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები