ზელენსკი: უკრაინის ბევრმა რუსულენოვანმა მოქალაქემ უკრაინულად საუბარი დაიწყო

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ ბევრმა რუსულენოვანმა უკრაინელმა უარი თქვა რუსულად ლაპარაკზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰოლანდიური ტელეარხის, NOS-ის პროექტ Nieuwsuur-თან ინტერვიუში 28 მაისს განაცხადა.

წამყვანმა პრეზიდენტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის გაიზარდა რუსულენოვან გარემოში და ასევე რამდენიმე წელი ცხოვრობდა მოსკოვში. მან ზელენსკის ჰკითხა, სურს თუ არა რუსულად კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში გააკეთა.

"ამაზე არასდროს მიფიქრია. მე შემიძლია კომუნიკაცია ნებისმიერ ენაზე, რომელზეც მინდა. და ეს ეხება ყველას უკრაინაში. მაგრამ მართალია, ყველაფრის შემდეგ... შემოსევის შემდეგ... ბევრი უკრაინელი, განსაკუთრებით რუსულად მოლაპარაკე, რადგან იმ ქალაქების განადგურების გამო, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რუსულენოვანი იყო, თავად გადავიდა უკრაინულ ენაზე. იმის გამო, რომ არსებობს ასეთი სიძულვილი იმის მიმართ, რაც გააკეთეს რუსეთის ჯარებმა", - უპასუხა პრეზიდენტმა. "მაგრამ მაინც, ჩვენს სახელმწიფოში არც ერთი ენა არ არის აკრძალული, მათ შორის რუსული".

მსგავსი სიახლეები