ზელენსკი: უკრაინის იარაღით მხარდაჭერა ნიშნავს გლობალური შიმშილის თავიდან აცილებას
რაც უფრო მალე გაათავისუფლებენ უკრაინელები თავიანთ მიწას დამპყრობლებისგან, მით უფრო მალე აღდგება სურსათის ბაზარზე ნორმალური მდგომარეობა, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. ამის შესახებ მან 14 მაისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს გამოსვლაში განაცხადა.
"მსოფლიოში უფროდაუფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ რუსეთი ჩვენთვის შავი ზღვის გადაკეტვით და ამ ომის გაგრძელებით ათეულობით სხვა ქვეყანას სურსათის ბაზარზე ფასების კრიზისის და თუნდაც შიმშილის საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს არის კიდევ ერთი სტიმულია ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიციისთვის, იმოქმედოს უფრო გადამწყვეტად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ახლა თითქმის ყოველდღიურად ეხება.
"ახლა უკრაინის მხარდაჭერა - და უპირველეს ყოვლისა იარაღით - ნიშნავს მუშაობას გლობალური შიმშილის აღსაკვეთად. რაც უფრო მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და გარანტირებული იქნება უკრაინის უსაფრთხოება, მით უფრო მალე აღდგება სურსათის ბაზრის ნორმალური მდგომარეობა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
გაეროს მონაცემებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში სასურსათო კრიზისს გამოიწვევს, რომელიც გავლენას მოახდენს მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედზე - დედამიწის 1.7 მილიარდ მოსახლეზე.