ზელენსკი: უკრაინის შეშინება შეუძლებელია, ბრძოლის ველი მტრისთვის კიდევ უფრო მტკივნეული გახდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ოქტომბრის შედეგების შემაჯამებენ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა უკრაინელებს არ შეაშინებს. ვიდეო პრეზიდენტის ადმინისტრაციის YouTube-ზე გამოქვეყნდა.
ზელენსკიმ მიმართვა კიევში, ვოლოდიმირსკის ქუჩისა და შევჩენკოს ბულვარის კვეთაზე ჩაწერა, იმ ადგილას, სადაც ორშაბათს ერთ-ერთი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
"კიევს სხვადასხვა მომხვდური უნახავს. და ყველას გადაურჩა. კიევი ასევე გადაურჩება ტერორისტების შემოსევას, რომლებსაც არ აქვთ ისტორია, ტრადიცია, კულტურა. ისინი დროებითი არიან. და 70 წელიც რომ იცხოვრონ, ვერაფერს ვერ გაიგებენ. უკრაინის დაშინება შეუძლებელია. მხოლოდ მეტად გავერთიანდებით. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია", - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად.
"ახლა ოკუპანტები ვერ გვიპირისპირდებიან ბრძოლის ველზე და ამიტომ მიმართავენ ამ ტერორს. მოდით, ბრძოლის ველი კიდევ უფრო მტკივნეული გავხადოთ მტრისთვის. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მას მიაჩნია, რომ დილით, პიკის საათში რუსეთის არმიამ განზრახ განახორციელა სარაკეტო დარტყმები.