ზელენსკი: უკრაინის სული თავისუფლების სულია
"უკრაინის სული თავისუფლების სულია" - ამის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 დეკემბერს, ჟურნალ Time-ის სპეციალურ ღონისძიებაზე მიმართვისას განაცხადა.
"ეს არის თავისუფლების სული, რომელიც მრავალი ადამიანშია, მთელი მასშტაბით. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების ისტორიები, ასევე თქვენი ისტორიებია. უბრალო კაცები და ქალები, რომლებიც გახდნენ მამაცი გულები, თავდაცვის ძალებში, თავისუფლების დასაცავად.
ექიმები მკრუნალობენ დაჭრილებს ჭურვების ქვეშ, ელექტროენერგიის გათიშვისა თუ ოკუპაციის დროს. ეს არის ადამიანობა, რომელსაც ჩვენ ყველა ასე ვაფასებთ. ფერმერები, რომლებიც ამუშავებენ მიწას იქ, სადაც არტილერიის ცეცხლი არ წყდება. ეს ბუნებრივი სურვილია, იცხოვრონ და იზრუნონ თავიანთ ოჯახებსა და თემებზე. ჟურნალისტები ავრცელებენ სიმართლეს. ეს არის ტირანებისადმი წინააღმდეგობის ისტორია, რომელიც უფროძველია, ვიდრე სიტყვა - "ჟურნალისტიკა", - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს მაგალითები, შთააგონებს ხალხს ყველა კონტინენტზე.
"როდესაც თავისუფლება იმარჯვებს და ტირანია ინგრევა, მთელ მსოფლიოში ადამიანები ერთნაირად იღიმებიან", - თქვა მან.