ზელენსკი: ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური გზით შესაძლებელია

პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია დაკარგოს ათიათასობით ადამიანი ყირიმის დასაბრუნებლად და მისი დაბრუნება დიპლომატიური გზით შესაძლებელია.

ზელენსკის თქმით, უკრაინა იურიდიულად არცერთ ოკუპირებულ ტერიტორიას არ ცნობს რუსეთის ნაწილად.

"ჩვენ ვსაუბრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 2014 წლიდან სრულმასშტაბიან შემოჭრამდე იყო პუტინის მიერ ოკუპირებული. იურიდიულად ჩვენ ამას არ ვაღიარებთ. მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ჯერ არ გვაქვს ისეთი ძალა, რომ პუტინი იარაღით ხელში 1991 წლის საზღვრებამდე დავაბრუნოთ." - აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა დიპლომატიური გზით დაიბრუნოს ყირიმი.

"ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ყირიმის დაბრუნებისთვის უნდა დაიღუპონ... ჩვენ გვესმის, რომ ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზებით." - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები